2
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე პოლონეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს და ანჯეი დუდას და პოლონელ ერს გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა უხდის.
ზურაბიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ “ქართველები პოლონეთის მხარდაჭერით გაიმარჯვებენ და ევროპული მომავალი კვლავ გააერთიანებს ორ ქვეყანას.“
მადლობა პრეზიდენტ ანჯეი დუდას და პოლონელ ერს საქართველოს გვერდში დგომისთვის, განსაკუთრებით კი, რეპრესიებისა და ტერორის იმ ბნელ და მძიმე წუთებში.
ჩვენ ვიცით და გვჯერა, რომ ქართველები პოლონეთის მხარდაჭერით გავიმარჯვებთ და ჩვენი ევროპული მომავალი კვლავ გაგვაერთიანებს! , – წერს სალომე ზურაბიშვილი