გოგა ბითაძე ტრავმირებულია და მისი თამაში „მილუოკის“ წინააღმდეგ საეჭვოა

7 hours ago 2

ორლანდო მეჯიქის მთავარი მწვრთნელის, ჯამალ მოსლის განცხადების მიხედვით, ქართველმა კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ გუნდის ვარჯიში გამოტოვა, საამისო მიზეზი კი ტრავმა გახლავთ.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ტრავმა ფილადელფიასთან, NBA-ის რეგულარული სეზონის გასული ტურის შეხვედრაში მიიღო.

გოგა ბითაძემ საწვრთნელი პროცესი გამოტოვა, მას მენჯ-ბარძაყის ტრავმა აქვს.

- ამბობს გუნდის მწვრთნელი, ჯამალ მოსლი.

არსებული ინფორმაციით, გოგა ბითაძის თამაში 16 იანვარს, მილუოკი ბაქსთან შეხვედრაში საეჭვოა.

სრულად წაკითხვა