გოგიჩას მამა, მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა – „წავიდა და გოგიჩას ჩაეხუტა… როგორ არ დამინდეთ“

1 week ago 9

გოგიჩას მამა, მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა - „წავიდა და გოგიჩას ჩაეხუტა... როგორ არ დამინდეთ“ყოფილი ჟურნალისტი, ნათია ბანძელაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს მსახიობ გიორგი გოგიჩაიშვილის, იგივე გოგიჩას მამის, მსახიობ სოსო (იოსებ) გოგიჩაიშვილის გარდაცვალების შესახებ.

,,იცით, როგორი იყო ჩემი სოსიკო? მზეს რომ 9 სხივი აქვს, იმაზე თბილი, კაშკაშა, სიცოცხლით სავსე. იცით, როგორი იყო ჩემი სოსიკო? ყველას რომ ჰყოფნიდა მისი სიყვარული.

იცით, როგორი კაცი დაკარგა ამ ქალაქმა: კეთილზე კეთილი, ტკბილზე  ტკბილი, ნიჭიერი,  კაშკაშა ვარსკვლავი,  რომელიც ისე ბრჭყვიალებდა, არავის წვავდა. ჩემმა, ჩვენმა ყველაზე დიდმა გოგიჩამ ასე გადაწყვიტა, წავიდა და გოგიჩას ჩაეხუტა… მიყვარხართ, ბიჭებოოო, როგორ არ დამინდეთ, თქვენ ხომ ყველაზე კეთილი ადამიანები იყავით ამ სამყაროში… მიყვარხარ – ცოტაა ეს სიტყვა, მტკივა, ძალიან მტკივა ახლა უკვე ყველაზე დიდი გოგიჩა“, – წერს სოსო გოგიჩაიშვილის რძალი, ნათია ბანძელაძე.

სრულად წაკითხვა