გორის მერის მოვალეობის შემსრულებელს მრჩეველი, მოადგილე, 4 თანაშემწე  და მდივანი ჰყავს

3 days ago 3

გორის მერის მოვალეობის შემსრულებელს, სიმონ გულედანს მრჩეველი, მდივანი, მოადგილე და 4 თანაშემწე ჰყავს, რომელთა ხელფასებზეც წლის განმავლობაში 193 056 ლარი იხარჯება. 

მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, მოადგილის ყოველთვიური ხელფასი 4 659 ლარია, მრჩევლის – 2500 ლარი, თანაშემწის – 1800 ლარი, ხოლო მდივნის – 1 729 ლარი. 

აღნიშნული პირები გორის მერიაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილის დროს დასაქმებდნენ, თუმცა როგორც “მოზაიკას” უწყებიდან აცნობეს, ამ დრომდე რაიმე საკადრო ცვლილება სიმონ გულედანს არ განუხორციელებია.

გორის მერის მოვალეობას სიმონ გულედანი სექტემბრიდან ასრულებს და მისი ყოველთვიური ხელფასი 6655 ლარია.

სრულად წაკითხვა