ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორში. მშვიდობის გამზირზე ერთმანეთს სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ავტომობილები შეეჯახა.
ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, პაციენტი, 60 წელს გადაცილებული მამაკაცი, რომელიც კლინიკაში გადაჰყავდათ, ავარიის შედეგად გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ახლობლების თქმით, მამაკაცი ონკოლოგიური პაციენტი იყო, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, რის გამოც, სასწრაფო ჰყავდათ გამოძახებული.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.