"გულშემატკივრის გარეშე ეს ალბათ არ გამოვიდოდა" - დავითაშვილი ფრანგულ მედიასთან

1 month ago 15

ფრანგული Peuple Vert საქართველოს ნაკრებისა და "სენტ-ეტიენის" შემტევზე, ზურიკო დავითაშვილზე წერს და მის ბოლოდროინდელ ასპარეზობას აფასებს.

"სენტ-ეტიენის" გულშემატკივრები დაბნეულები იყვნენ, როდესაც კლუბმა 6 მილიონი ევრო დახარჯა ზურიკო დავითაშვილის შესაძენად. თუმცა, ქართველმა ფეხბურთელმა დიდწილად გააჩუმა კრიტიკოსები და მრავალჯერ დაამტკიცა თავისი უნარი, დალ'ოლიოს გუნდის სასწაულებრივად გადარჩენისა.

ხუთი გოლითა და ორი საგოლე გადაცემით გამორჩეული ქართველი ფეხბურთელი "პარიზიენს" ესაუბრა.

ლიგა 1-ში რთული დასაწყისის შემდეგ, ზურიკო დავითაშვილი ბედნიერია ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელების გამო. "მაგრამ პირველ რიგში გუნდია მნიშვნელოვანი" - აღიარებს ის. ეს მენტალიტეტი სრულყოფილად აღწერს ფეხბურთელის მდგომარეობას ამ სეზონის დასაწყისში.

"ჩემი გუნდელების გარეშე ამას ვერ მივაღწევდი" - ამბობს 23 წლის ფეხბურთელი.

"დასაწყისი ცოტა რთული იყო. ჩვენ ახალბედები ვიყავით ლიგა 1-ში, მეც ახალი ვიყავი და გუნდებს დრო სჭირდებათ კომბინაციებისა და ტაქტიკის გასაუმჯობესებლად."

"ქართული ფეხბურთი არ არის ისეთი სწრაფი, ხარისხიც უფრო დაბალი იყო, მაგრამ მე ადაპტირებული ვარ. ახლა ვხვდები ფრანგულ ფეხბურთს".

"ჩვენ ვახერხებთ უფრო კომპაქტურად თამაშს, კარგი ცენტრალური ბლოკით, მყარი თავდაცვით ბაზით და ყოველთვის გვაქვს შანსი გოლის გასატანად. ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მეტად პროგრესირებული ჩვენი თავდაცვაა".

"ჰეთ-თრიკის შემდეგ ემოცია დაუჯერებელი იყო. ეს სტადიონი, ჩვენი გულშემატკივრებით, გასაოცარია. და როცა გაიტან, განსაკუთრებით ჰეთ-თრიკს, ეს სტადიონი არის... უფრო მეტი ვიდრე ოცნება! საქართველოში ხალხი უყურებს ჩემს მატჩებს და თვითონაც ამბობენ, რომ "სენტ-ეტიენის" გულშემატკივრები გამაოგნებლები არიან. ეს არ არის ჩვეულებრივი სტადიონი, ჩვენი გულშემატკივრები გიჟები არიან (იცინის). მათ ძალიან უყვართ ფეხბურთი. ეს ჰეთ-თრიკი ჩემი კარიერის პირველია და შესაძლოა მათ ეს არ გამოსულიყო"

- ამბობს დავითაშვილი.

სრულად წაკითხვა