“სპეცრაზმელმა ჩამომაგლიჯა საყურე… მაქვს ტვინის შერყევა”- დომენიკ მანგო დაკავების დეტალებს იხსენებს

2 weeks ago 6

2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა 34 პირი დააკავა, მათ შორის იყო ცნობილი ბლოგერი, დომენიკ მანგოც.

დომენიკ მანგო ამბობს, რომ სპეცრაზმელები მას გამეტებით ურტყამდნენ. მისივე განცხადებით, ექიმებმა ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს.

“2 დეკემბრის დილას ვიყავით აქციაზე. მე არ ვარ იმ კატეგორიის ადამიანი, რომელიც ვიღაცას შეაგინებს. როცა დაგვიშინეს ეს კაფსულები და გაგვგუდეს, მივრბოდი ჩემს მეგობრებთან ერთად რუსთაველის მეტროს მიმართულებით. სპეცრაზმელებმა რესპუბლიკის მოედანზე გადაგვიკეტეს გზა. ამასობაში, გზაზე ერთი გოგონა წაიქცა, მე მას ადგომაში დავეხმარე და შემდეგ თავად წავიქეცი. ამ დროს, სპეცრაზმელები მომვარდნენ, გამათრიეს და მივყავდი რესპუბლიკის მოედანზე მდგარი მიკროავტობუსისკენ, რომელიც სპეციალურად ამ მიზნისთვის იდგა. ზემოდან აწერია პოლიცია, სახელმწიფო სისტემას ემსახურებოდა. სანამ ამ მანქანამდე მიმიყვანდნენ, გზაში ერთმა წიხლი ჩამაზილა, მეორემ ხელი ჩამარტყა.

გზაზე შემხვდა ადამიანი, რომელმაც საყურეზე ორი თითი მომკიდა „ეს როგორი საყურე გქონია შე, “პიდარასტოო“ და სპეცრაზმის ამ თანამშრომელმა ამ ორი თითის მოჭერით ჩამომაგლიჯა საყურე, ყური მაქვს ახლა ჩამოგლეჯილი. ეგენი არ არიან ადამიანები, მე თუ მკითხავთ. მიმიყვანეს სპეციალურად ჩვენთვის გამზადებულ მიკროავტობუსში, სადაც კარი გაიღო და ვხედავ ორ დასისხლიანებულ ადამიანს. ჩაგვიქრეს შუქი ამ მანქანაში და ჩაბნელებულში გვირტყეს, ბოლომდე, არ დაგვინდეს.

5 სპეცრაზმელი თავზე გვედგა და გადაგვიარეს ბოლომდე. ამასთან ერთად ისმის გინება, „ახლა გინდათ დუბინკა გაგთხ…თ, თქვე რუსებო“, გვეუბნებიან. დაახლოებით, 15-20 წუთი გავატარეთ ამ საშინელებაში. ყველგან სადაც დასარტყამი ადგილი იპოვეს, ყველგან დამარტყეს, სახის გარდა. ამის შემდეგ გამოჩნდა პატრული, რომელიც მათგან განსხვავებით ნორმალურად მოგვეპყრო და გადაგვიყვანეს შსს-ის შენობაში. იქიდან გადმოგვიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გვითხრეს, რომ კლინიკაში გვტოვებდნენ, რადგან ტვინის შერყევა გვქონდა. ყველგან სადაც დასარტყამი ადგილი იპოვეს, ყველგან დამარტყეს.

მაქვს ტვინის შერყევა, ნეკნისა და ყბის არეში ტკივილი. ერთი ბიჭს, რომელიც მანქანაში იყო, გონების დაკარგვის ეპიზოდებიც ჰქონდა და ამის მიუხედავად წიხლებს კიდევ ურტყამდნენ.პაცნებმა“ და ჯიბგირებმა გაგვიგდეს წიხლქვეშ. 2 დეკემბერს, დილას, 07:00 საათზე მოხდა ფაქტი. ისინიც მინდა აღვნიშნო, რომ რადიკალურად განსხვავებულები იყვნენ პოლიციაში რომ გადაგვიყვანეს იქ. არც ძალადობის მსგავსი ყოფილა არაფერი. ესენი ამისთვის არიან დაქირავებულები“, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ დომენიკ მანგომ.

სრულად წაკითხვა