ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და წერს, რომ საჯარო მხარდაჭერების დამსახურებით გუშინ წინა დღეებთან შედარებით მთავრობამ ნაკლები სისასტიკე გამოიჩინა.
“ყველა ამბობს რომ გუშინ აღარ იყო ისეთი სისასტიკე, როგორც წინა დღეებში და ეს იცით რისი დამსახურებაა? საჯარო მხარდაჭერების. აი, რამხელა ძალა აქვს თქვენს სწორ და მკაფიო პროტესტს სპორტსმენებო. რამხელა ძალა აქვს საჯარო მოხელეების გადადგომას, პროტესტს, განცხადებებს.
ბიზნესის სწორ რეაქციებს! მათ ეგონათ რომ გიყიდათ! ჩვენ დავინახეთ რომ არა!
მიუხედავად ყველაფრისა, მაინც საქართველო აირჩიეთ და იცოდეთ, თქვენი ამაღლებული ხმით, თქვენხელა ახალგაზრდები გუშინ დაიცავით სასტიკი თავდასხმებისგან!
იცოდეთ , თქვენი სიტყვა ფარია, რომელიც აქ, ბრძოლაში მყოფ ქართველებს იცავს!“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.