გუშინ დაკავებული გია ჯვარშეიშვილი კლინიკაში რჩება – უფლებადამცველს სისხლჩაქცევები აღენიშნება

3 days ago 4

1

თბილისში დაკავებული გია ჯვარშეიშვილს სისხლჩაქცევები აღენიშნება. ფიზიკური დაზიანებები მან, სავარაუდოდ, იმ დროს მიიღო, როდესაც პოლიცია მას ძირსდაგდებულს ურტყამდა. ასევე ცნობილია, რომ შშმ პირთა უფლებადამცველს ნერვიული შეტევა განუვითარდა, რის გამოც ის იზოლატორიდან ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

კლინიკის ექიმები “პირველებს” ეუბნებიან, რომ შესაძლოა, ჯვარშეიშვილს კლინიკაში დაყოვნება დღესაც მოუწიოს. მათი თქმით, ის დამატებით კვლევებს საჭიროებს.

ცნობილია, რომ ჯვარშეიშვილმა დაზიანებები ჯერ კიდევ 1 დეკემბერს, პირველი დაკავების დროს მიიღი, რომლებიც მას დღემდე მიჰყვება.

ჯვარშეიშვილის დედა გუშინდელ ინციდენტს იხსენებს და ამბობს, რომ მისი შვილი გუშინ არავითარ ძალადობაში არ მონაწილეობდა და მისთვის გაუგებარია, რატომ მოხდა მისი დაკავება.

დამირეკეს და მითხრეს, რომ არ ინერვიულო, გია დაიჭირესო. როგორც მითხრეს, რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრა ეს მარში, მიდიოდნენ რუსთაველზე და არ ვიცი, უცბად ამტყდარა ერთი ამბავი, რისთის და რატომ არავინ იცის, გაოგნებულები იყვნენ, დაეტაკნენ ასე უცბად და კადრებიც არის, რომ ძირს დააგდეს ეს ამოდენა პოლიციელი ზევიდან ადგა და ეს ისედაც ამდენი ნაცემი ერთი თის წინანდელი, ჯერ შეხორცება არ არის დასრულებული და კვიილის ხმა ისმის, რომ „მიშველეთ, ცუდად ვარო“. „ვერაფრით გამოვგლიჯეთო, ხალხმა მითხრა, ვინც იქ იყო. მე დამირეკა გიამ და მეუბნება, რომ საშინელ შეურაცხყოფეფს მაყენებენ, მიგრიხავენ ამ ხელებს, მეჯაჯგურებიანო და ალადაშვილში გაამიყვანესო და სასწრაფოდ მოვიდეს ადვოკატიო. ყველანი მოვედით, რასაკვირველია, კომუნიკაციას საშუალებას არ გვაძლევდნენ ეს ვითომ სამართალდამცველები, ისეთ აგრესიულები იყვნენ. აქ იყო 5 ეკიპაჟი და დაემატა შემდეგ თეთრი შკოდები, ოცმეთაური თუ რაღაც და შევეკითხე, რომ ან ხელბორკილები რაში სჭირდება, რომელი კრიმინალი ეგ არის, თქვენ თითონე ეტაკეთ და რა დღეშ ჩააგდეთ უკვე მეორედ, -თქო და ასეთია წესიო, – ამბობს ჯვარშეიშვილის დედა.

კლინიკასთან ამ დრომდე მობილიზებულია პოლიციის ეკიპაჟი.

სრულად წაკითხვა