მწერალი, ჟურნალისტი დათო გორგილაძე:
„თუ ჩემი ფიზიკური შესაძლებლობები გაინტერესებთ (რატომ უნდა გაინტერესებდეთ, მაგრამ მაინც), გეტყვით:
გუშინ 20 წამი გადაბმულად ვუბერავდი სულს სასტვენში, რის შემდეგაც 20 წუთს თავბრუ მეხვეოდა.
დღეს 10 წამით მეტს დავუსტვენ.
შეგვიძლია 1 საათს ფეხზე დგომა?
2 საათს ვიდგებით.
ყველანი გავაკეთებთ იმაზე მეტს, ვიდრე შეგვიძლია. ჩვენ ვიცავთ საქართველოს, ჩვენ გვიცავს სიმართლე და ერთმანეთი.“