“გხედავთ, გვესმის თქვენი, თქვენს გვერდით ვართ… თქვენ მარტო არ ხართ” -ევროპარლამენტის პრეზიდენტი ქართველ ხალხს მიმართავს

4 days ago 3

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელიც ზურაბიშვილის დახვედრასა და პარლამენტში მიღებას მოიცავს.

რობერტა მეცოლამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდში დგას.

„დღეს გვეწვია საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტო, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ევროპარლამენტში. ევროპარლამენტის სახელით ვლაპარაკობ, როცა ყველა ქართველს, ვინც ევროპისგან მხარდაჭერას ელის, ვეუბნები, რომ ისინი მარტო არ არიან. ჩვენ გხედავთ, ჩვენ გვესმის თქვენი, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და ჩვენი კარი ყოველთვის ღია დარჩება“, – თქვა მეცოლამ სიტყვით გამოსვლისას.

მან ხსენებული ვიდეო X-ზე გააზიარა და ასევე დაწერა: „ქართველ ხალხს: თქვენ მარტო არ ხართ“.

სრულად წაკითხვა