“დააშინე, გატეხე და დაჩაგრე”, არის სტრატეგია, რომელიც ამ დაჯგუფებამ აირჩია – დაახლოებით იგივეა, რაც როდიონოვმა 1989 წლის 9 აპრილს გამოიყენა“ – გიორგი მარგველაშვილი

2 weeks ago 10

1

“შორს არ მგო­ნია მო­მენ­ტი, რო­დე­საც შე­იძ­ლე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნონ, რომ “სან­ტა-კლა­უ­სი” რო­მე­ლი­ღაც ოფის­ში იმა­ლე­ბა. ალ­ბათ, ის იქ­ნე­ბა და­სავ­ლე­თის და ომის პარ­ტი­ის აგენ­ტი. აი, ეს ვი­თა­რე­ბაა“, – ამის შე­სა­ხებ “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ოფი­სებ­ში ჩხრე­კის ფაქ­ტებს და ქვე­ყა­ნა­ში ბოლო დღე­ებ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი შე­ა­ფა­სა.
რო­გორც მან “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში “360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მარ­ცხის­კენ მი­მარ­თულ ტაქ­ტი­კას იყე­ნებს, ხოლო მის მოქ­მე­დე­ბას თან სდევს კო­მი­კუ­რო­ბა, რაც აჩ­ვე­ნებს, რომ მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნა ფარ­სია.
“ ერთი იდე­ო­ლო­გი­უ­რი ქარ­გია და ში­ნა­არ­სი შემ­დე­გია: და­ა­ში­ნე, გა­ტე­ხე და და­ჩაგ­რე! – ეს არის ერთ-ერთი ვერ­სია, სტრა­ტე­გია, რო­მე­ლიც ამ დაჯ­გუ­ფე­ბამ, ძა­ლა­დობ­რივ­მა ჯგუფ­მა აირ­ჩია. მათ შე­ეძ­ლოთ სხვა სტრა­ტე­გია აერ­ჩი­ათ, არის ბევ­რი სხვა­დას­ხვა ვა­რი­ან­ტი: “გა­თი­შე და იბა­ტო­ნე“, “გა­წე­ლე“ და ა.შ. ჩვენ­და სა­ბედ­ნი­ე­როდ მო­ბი­ლუ­რო­ბა, ლა­ვირუ­ლო­ბა, ინ­ტუ­ი­ცია, ჩვენს მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს არ ჰყოფ­ნის. “და­ჩაგ­რე და გა­ტე­ხე” – ეს გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ყვე­ლა­ზე ნათ­ლად იმ ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის დროს, რო­დე­საც აქ­ტი­ვის­ტე­ბის წა­მე­ბა ხდე­ბა. ამ წა­მე­ბის ში­ნა­არ­სი არის შემ­დე­გი, რომ ისი­ნი და­ჩაგ­რუ­ლე­ბი უნდა იყ­ვნენ და ისი­ნი უკან არ მო­ვიდ­ნენ. დარ­ბე­ვის ფორ­მაც იგი­ვეა. მი­ტინ­გის გან­დევ­ნას რამ­დე­ნი­მე სხვა­დას­ხვა ტექ­ნო­ლო­გია გა­აჩ­ნია. ეს ტექ­ნო­ლო­გია, რო­მე­ლიც აქ არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე, რაც რო­დი­ო­ნოვ­მა 1989 წლის 9 აპ­რილს გა­მო­ი­ყე­ნა, ანუ ალყა შე­მო­არ­ტყი და შენს მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ­ლის დარ­ბე­ვა­საც აპი­რებ, მო­ე­ქე­ცი რო­გორც მტერს.
ზუს­ტად იგი­ვე ქარ­გის გაგ­რძე­ლე­ბაა, რო­დე­საც ოპო­ზი­ცი­ურ ლი­დე­რებს იჭე­რენ და პი­რო­ტექ­ნი­კას არ­თმე­ვენ. მე უკვე შორი არ მგო­ნია, ის მო­მენ­ტი, რო­დე­საც შე­იძ­ლე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნონ, რომ სან­ტა-კლა­უ­სი იმა­ლე­ბა რო­მე­ლი­ღაც ოფის­ში. ალ­ბათ, ის იქ­ნე­ბა და­სავ­ლე­თის და ომის პარ­ტი­ის აგენ­ტი. აი, ეს ვი­თა­რე­ბა.

მე ძა­ლი­ან მომ­წონს, ჩვე­ნი მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ასე­თი მარ­ცხის­კენ მი­მარ­თუ­ლი ტაქ­ტი­კა… ასე­თი მას­შტა­ბუ­რო­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის ჩვენ არ გვქო­ნია. მინ­და მად­ლო­ბა ვუ­თხრა, რომ ისი­ნი აღ­რმა­ვე­ბენ ამ პრო­ცესს, რი­თაც გა­მარ­ჯვე­ბას გვი­ად­ვი­ლე­ბენ.
ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გა­მოს­ვლა­ში [რომ თქვას] მათ და­არ­ბი­ეს ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის შტაბ-ბინა იმი­ტომ, რომ იქ იყო გირ­ლან­დე­ბი და პი­რო­ტექ­ნი­კა, თქვენ რა რე­აქ­ცია გექ­ნე­ბო­დათ? – ამას რომ უყუ­რებ­დეთ ინ­გლის­ში, და­ნი­ა­ში, ბანგკოკ­ში, ან ავ­სტრა­ლი­ა­ში? – არ იქ­ნე­ბო­და ეს კო­მი­კუ­რი? პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გა­მო­დის და ამ­ბობს, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბი იქნა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იმის­თვის, რომ ამო­ე­ღოთ გირ­ლან­დე­ბი და პი­რო­ტექ­ნი­კა. ალ­ბათ, და­ი­ჭი­რეს სან­ტა-კლა­უ­სი, რო­გორც ომის პარ­ტი­ის აგენ­ტი. ეს არის კო­მი­კუ­რი. კო­მი­კუ­რო­ბა თან­მდე­ვია ფარ­სის, ფარ­სი არის ის, რომ ისი­ნი არი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. ისი­ნი არ არი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მათ უბ­რა­ლოდ, ჰყავთ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძალა, რომ­ლი­თაც აკონ­ტრო­ლე­ბენ რამ­დე­ნი­მე ქუ­ჩას ქა­ლაქ­ში. ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა.
სა­ხელ­მწი­ფოს­თან კავ­ში­რი ამ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა დაჯ­გუ­ფე­ბამ ბო­ლომ­დე და­კარ­გა. მათ ასე­ვე და­კარ­გეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან კავ­ში­რი. ისი­ნი არი­ან შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძალა, რო­მე­ლიც აკონ­ტრო­ლებს ქა­ლა­ქის რამ­დე­ნი­მე შე­ნო­ბას, ისი­ნი ვერ აკონ­ტრო­ლე­ბენ ქა­ლაქს, რა­ი­ო­ნებს, მუდ­მი­ვად ხდე­ბა მათ­თვის ზურ­გის შექ­ცე­ვა, ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბა“, – გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

სრულად წაკითხვა