"დადგა დრო შევქმნათ ოცნების მმართველობისგან თავისუფალი ზონა" - სამართალმცოდნე ლაშა ნაცვლიშვილი

15 hours ago 3

ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს განცხადებას:

"აშკარაა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ჩვენთან და ჩვენი წესებით თანაცხოვრებას წამებასთან გათანაბრებულ მდგომარეობად აღიქვამს.

ისიც აშკარაა, რომ ხელისუფლებას საყვედურობენ, არ უსმენს საზოგადოების ამ ნაწილსო.

მგონი, დადგა დრო, არათუ მოვუსმინოთ, სრულად გავითვალისწინოთ მათი მოთხოვნები და შევქმნათ "ოცნების მმართველობისგან თავისუფალი ზონა" (ერთგვარი პოლიტიკურ-სამართლებრივი ოფშორი), სადაც

1. პეტიციაზე ხელმომწერ ბიზნესებს ადეიშვილის წესებით მოეპყრობიან;
2. პაციენტებს - სოფო ჯაფარიძის სტანდარტით;
3. პატიმრებს - ბაჩო ახალაიას საწყაულით;
4. პროფესორებს - კახა ლომაიას დირექტივებით;
5. ჯარს - კეზერაშვილის ეკონომიკური ხედვით;
6. მესაკუთრეებს - ნუნუ გინტურის 7/24 სერვისით;
7. ტელევიზიებს - ვანო მერაბიშვილის მედიაპლურალიზმით;
8. დევნილებს - ფოცხოეწერულად

და ასე შემდეგ (ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა)...

ჩვენც დავისვენებთ და ისინიც!" - წერს ლაშა ნაცვლიშვილი.

სრულად წაკითხვა