დავოსის ეკონომიკურ ფორუმში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს

7 hours ago 5

დავოსის 2025 წლის მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ ფორუმში საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ არალეგიტიმური მთავრობის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით bm.ge ავრცელებს.

ოლიგარქიული რეჟიმის მთავრობა, არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმში და არც თებერვალში გასამართ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც bm.ge წერს, კითხვაზე – არის თუ არა მიწვეული საქართველო დავოსის ფორუმზე – ადმინისტრაციას პასუხი არ გაუცია.

შვეიცარიაში, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში 60 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

სრულად წაკითხვა