4
პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი:
გამოკითხვებზე მასიურად დაიწყეს დაბარებები (პოლიტიკოსებს არ ვგულისხმობ). შეგიძლიათ არ მიხვიდეთ. თუ გამომძიებელი დაგირეკავთ (ან მოგადგებათ) და გეტყვით, რომ გამოკითხვაზე გიბარებთ, პირველ რიგში:
ეკითხებით დაწყებულია თუ არა გამოძიება, რა მუხლით არის დაწყებული და რა სტატუსით (მოწმე, დაზარალებული, ბრალდებული) გიბარებთ.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 113-ე მუხლი გაძლევთ უფლებას უარი თქვათ გამოკითხვაზე. ამისთვის არანაირი პასუხისმგებლობა არ დაგეკისრებათ. მითუმეტეს არ გაქვთ გამოცხადების ვალდებულება თუ გამოძიება დაწყებული არ არის და გაურკვეველ პროცედურებში მონაწილეობისთვის, ე.წ. გასაუბრებაზე გიბარებენ.
თუ გამომძიებელი საჭიროდ ჩათვლის? რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი მოწმე ხართ, დაგიბარებენ მაგისტრატ მოსამართლესთან, სადაც გამოცხადება სავალდებულოა. მოსამართლემ დაკითხვა პროკურორის შუამდგომლობიდან 24 საათში უნდა დაიწყოს, მაგრამ თუ საპატიო მიზეზით ამ დროში ვერ ცხადდებით, შეგიძლიათ მოსამართლის თანაშემწეს სთხოვოთ გადადება.
არც გამოკითხვაზე და არც დაკითხვაზე არ მიხვიდეთ ადვოკატის გარეშე.
გამოკითხვის ნებაყოფლობითი წესი 2015 წელს ამოქმედდა. ძალიან გვეშინოდა, რომ თუ სწორად არ დაინერგებოდა, არავინ ითანამშრომლებდა და კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა საფრთხის ქვეშ დადგებოდა. აქამდე პრობლემა არ ყოფილა, კარგად იმუშავა იმიტომ, რომ გამოკითხვაზე ხალხს დანაშაულის აღკვეთის მიზებისთვის იბარებდნენ.
ახლა გამოკითხვაზე ხალხს შიშის და ტერორის დასანერგად იბარებენ. ამიტომ, ამაზე ერთადერთი სწორი პასუხია: მოვალ მაგისტრატთან (მოძალადე სისტემასთან შედარებით, იქნებ გაგიმართლოს და თითზე ჩამოსათვლელ დამოუკიდებელ მოსამართლესთან მოხვდე).
ამ საჩვენებელი დაბარებებით და მასზე სამართლიანი უარით, პოლიციის ძალადობით და გულგრილობის დემონსტრირებით, „ოცნებამ“ კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა უდიდეს საფრთხეში ჩააგდო. მომდევნო თვეებში კრიმინალმა ისეთი სისწრაფით და ისეთი ბუნებით შეიძლება მოიმატოს, რომ დიდი ალბათობით 90-იანებში დავბრუნდებით.
წლები დასჭირდება ნდობის აღდგენას და ნორმალური სისტემის აშენებას.