დაკავებულების მხარდასაჭერად მოქალაქეთა ნაწილი თბილისიდან ბათუმში მიდის

3 days ago 3

1

ბათუმში მოწყობილი რეპრესიების შემდეგ მოქალაქეთა ნაწილმა გადაწყვიტა, დაკავებულების მხარდასაჭერად ზღვისპირა ქალაქში გაემგზავროს. ისინი ახლა თბილისის შესასვლელში იკრიბებიან, რათა შემდეგ ერთად დაიძრან ბათუმისკენ.

შეკრებილბი ამბობენ, რომ ბათუმში პოლიციამ მოქალაქეები უსაფუძვლოდ დააკავა და სამართალდამცველები, რეალურად, სამართალდამრღვევები თავად არიან.

ქალბატონი ამაღლობელი წლების განმავლობაში მუშაობდა სწორედ ამ პოლიციელების გამოაშკარავებაზე, კორუფციულ ფაქტებზე და აქედან გამომდინარე მოხდა სწორედ მისი დაკავება, პროვოცირება. ხელს სტეხავდნენ ქალბატონს და ხელი აიქნია და მოხვდა შემთხვევით პოლიციელს და სულიად აბსურდული ბრალდებით ერთ დღეში ორჯერ დაიჭირეს. ჩვენ ვნახეთ ახალგაზრდა დემონსტრანტები, რომლებიც უბრალოდ სტიკერის გაკვრის გამო დაიჭირეს და ადამიანები, რომლებიც კანონს უნდა იცავდნენ, სამართალდამცველები უნდა იყვნენ, არიან, რეალურად, უკანონობის და უსამართლობის დამცველები და სწორედ ამ ბრაზმა გაგვერთიანა ჩვენ დღეს და ამ ბრაზის გამო მივდივართ და აჭარელ, თავისუფლებისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს გვერდში დავუდგებით, – ამბობს მოქალაქე.

ჯგუფ “დაიტოვეს” ერთ-ერთი დამფუძნებელი ილია ღლონტი ამბობს, რომ “ოცნება” ახლა მოქალაქეებს დაშინებას ძალადობით და მათი დაპატიმრებებით გეგმავს, თუმცა საპროტესტო მუხტი ამით მაინც არ განელდება.

მათი აგრესია და პირდაპირი ძალადობა, რომელიც გამოხატულუა ამ პოლიციური რეჟიმის ძალადობით, დაჭერებით და მათ შორის, სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით, რომელიც, რა თქმა უნდა, არაფრიდან გამომდინარეობს, ზუსტად იმისკენ არის მიმართული, რომ ეს ხალხი კიდევ დააშინონ და სჯერათ, რომ ამ მუხტს ამ დაშინებებით და ძალადობით გადატეხავენ, მაგრამ ეს ასე არ მოხდება. ბიჭები ციხეში სხედან, რა უნდა გააკეთონ მეტი? ეს საზოგადოება, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის, შეუჩერებელია და წარმოუდგენელია ამ მუხტის გაჩერება, – ამბობს „დაიტოვეს“ ადინისტრატორი ილია ღლონტი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბათუმში პოლიციამ აქციის მონაწილე დააკავა. 6 დაკავებული ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება.

სრულად წაკითხვა