წაკითხვა: 1
პოლიციამ რადიოწამყვანი ნიკა კაცია დააკავა, რომელიც თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებში იღებდა მონაწილეობას. ინფორმაციას მისი ოჯახის ახლობელი მაგდა ვასაძე ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ნიკა კაცია ქუჩაში აიყვანეს.
“დაჭერილია ნიკუშა, არ ვიცი როგორ და სად აიყვანეს! სახლში პოლიციაა მისული სავარაუდოდ ჩხრეკაზე! ნიკუშამ დედა ჩაკეტა სახლში და გასაღები თან ჰქონდა. პოლიციამ მიიტანა გასაღები, მაგრამ გატეხილია! სავარაუდოდ ცემეს, ისე ვერ გატყდებოდა სახლის გასაღებ, არ ვიცი სად ჰყავთ გადაყვანილი..ვარკვევ და ვისაც რა შეგიძლიათ დამეხმარეთ გთხოვთ!”- წერს მაგდა ვასაძე.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს