დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ, პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ კონკრეტულ ზომებზე – დანია

1 week ago 6

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ სასტიკი ძალადობა უნდა შეწყდეს. საგარეო საქმეთა მინისტრის, ლარს ლიოკე რასმუსენის განცხადებით, დანია პარტნიორებთან ერთად საერთაშორისო ზომებზე მუშაობს.

“სასწრაფოდ საჭიროა საერთაშორისო ქმედება, რათა შეწყდეს სასტიკი ძალადობა ქართველი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ. დაუსჯელობა უნდა დასრულდეს და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. დანია პარტნიორებთან ერთად მუშაობს კონკრეტულ ზომებზე,” – წერს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

სრულად წაკითხვა