დანა უაითი სიგიჟეს გვიმზადებს? - რა შემთხვევაში ჩაინიშნება მაკრეგორისა და თოფურიას შეხვედრა

6 days ago 7

როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ქართველი მებრძოლი ილია თოფურია მსუბუქ წონაში გადასვლას გეგმავს.

ქვემსუბუქ წონაში ილიამ ორი საუკეთესო მებრძოლი უშანსოდ დაამარცხა. შესაბამისად, ახალი გამოწვევები სურს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ “ელ მატადორს” წონის კლება ძალიან უჭირს.

გავლენიანი სპორტული სააგენტოს UPFRONT MMA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დანა უაითი უდიდეს ბრძოლას ამზადებს.

დანას სურს, რომ ერთმანეთს ილია თოფურია და კონორ მაკრეგორი დაუპირისპიროს.

ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა კონორი ამ ბრძოლას.

სრულად წაკითხვა