„დასავლეთში ყველა დარწმუნებულია, რომ ახალი არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება მისცემს საშუალებას საქართველოს გააგრძელოს ევროინტეგრაციის პროცესი და სწორედ ამიტომ არის ეს ახალი რეზოლუცია მომზადებული, სადაც ძალიან მკაფიოდ იქნება გზავნილი ყველა ევროპის სახალხო პარტიის წევრისადმი“, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გიგი წერეთელმა
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის ლიდერი გიგი წერეთელი ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეას ესწრებიან. ვიზიტის ფარგლებში პარტიის ლიდერები არაერთ ევროპელ პოლიტიკურ ლიდერს შეხვდნენ:
„ბრიუსელში ყველაზე კარგად ჩანს თუ რა არის შედეგი იმ ანტიდასავლური პოლიტიკის და იმ ნაბიჯების, რომელიც გადადგა და დგამს დღეს არსებული დე ფაქტო ხელისუფლება.
ყველა ლიდერს, ვისაც ჩვენ ვხვდებით, ევროკომისიის თუ ევროპის სახალხო პარტიის, ყველას მიაჩნია და ყველა დარწმუნებულია, რომ სწორედ ახალი არჩევნები, პატიმრების გათავისუფლება არის ის გადაწყვეტილებები, რომელიც მისცემს საშუალებას საქართველოს გააგრძელოს კიდევ უფრო აქტიურად შემდგომში ევროინტეგრაცია და სწორედ ამიტომ არის ეს ახალი რეზოლუცია მომზადებული, სადაც ძალიან მკაფიოდ იქნება გზავნილი ყველა ევროპის სახალხო პარტიის წევრისადმი“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს