დასანქცირებული გომელაური “ოცნების” მთავრობის ვიცე-პრემიერად დანიშნეს

2 days ago 2

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ვახტანგ გომელაური მისი მთავრობის ვიცე-პრემიერად დანიშნა. შესაბამის ბრძანებას ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა.

“ოცნების” მთავრობის შემადგენლობაში დღეიდან სამი ვიცე-პრემიერი იქნება. პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ასრულებს. ვიცე-პრემიერია თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.

ვახტანგ გომელაურს გუშინ ფინანსური და სავიზო სანქციები დაუწესეს აშშ-მა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულმა სამეფომ. მანამდე ბალტიის ქვეყნებმა.

სრულად წაკითხვა