“დატოვეთ ევროპა, თქვე რუსეთის აგენტებო!” – ემიგრანტებმა ავსტრიაში საელჩოს კარზე ბანერები გააკრეს

2 weeks ago 7

5

ავსტრიაში საქართველოს საელჩოს კარზე ემიგრანტებმა ბანერები გააკრეს და საელჩოს თანამშრომლებს, რომლებიც “ქართული ოცნების” რუსულ პოლიტიკას არ ემიჯნებიან, ევროპის დატოვება მოსთხოვეს.

კარზე გამოაკრეს “ქართული ოცნების” საპოლიციო ძალების მიერ ნაცემი ადამიანების ფოტოებიც და დაწერეს – “თქვენ ხართ თანამონაწილეები!”.

ბანერებზე ეწერა: “ქართველი ხალხის გადასახადებით ჯალათების ევროპული ცხოვრება არ უნდა ფინანსდებოდეს!!!”; “ვინც დღეს დუმს არის ჯალათი!!! დატოვეთ ევროპა თქვენს ოჯახებთან ერთად, თქვე რუსეთის აგენტებო!!!”.

სრულად წაკითხვა