როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას "პარის სენ-ჟერმენთან" აქტიურად აკავშირებენ.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ ფრანგულ კლუბთან ვიქტორ ოსიმენსაც აკავშირებდნენ, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება არ შედგა.
საგულისხმოა, რომ გავრცელდა ინფორმაცია, გასული წლის მაისში "პსჟ"-მ "პარტენოპეის" სუპერ შეთავაზება გაუკეთა.
კერძოდ, პარიზელებმა ნეაპოლელებს ხვიჩასა და ოსიმენის სანაცვლოდ ჯამში 210 მილიონი ევრო შესთავაზეს, რაზეც იტალიურმა კლუბმა უარი განაცხადა.
აქვე გეტყვით, რომ კვარას "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავაშირებს.