დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე შაბათს, 14 დეკემბერს აინთება, ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ გაავრცელა.
“როგორც იცით, დედაქალაქში დაწყებულია სადღესასწაულო სამზადისი, რომელიც ფაქტობრივად, დასკვნით ეტაპზეა. ყველა ცენტრალურ გამზირზე, გარდა რუსთველის, დამონტაჟებულია საახალწლო განათებები.
რაც შეეხება უშუალოდ რუსთაველის გამზირს, ილუმინაციებით მორთვის სამუშაოები ცოტა მოგვიანებით დაიწყება. მინდა მივაწოდო ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე შაბათს, 14 დეკემბერს აინთება და მთელ ქალაქში ეტაპობრივად ჩაირთვება სადღესასწაულო განათებები“, - აცხადებს კახა კალაძე.