“დედა მოგვი@@ნეს” – სპეცრაზმმა ახალგაზრდები ალყაში მოიმწყვდია და თავს დაესხა

2 weeks ago 11

დღეს დილით, ახალგაზრდებმა, რომლებსაც მთელი ღამის მანძილზე ასხამდნენ წყალს, რუსთაველზე გაიმზადეს საუზმედ წვნიანი.

მალევე მათკენ დაიძრნენ რობოკოპები.

მიუხედავად იმისა, რომ არ ისმოდა გაფრთხილების ხმა, ახალგაზრდებმა უკან დაიხიეს, ყველა გასასვლელთან სპეცრაზმი იდგა. ჩნდებოდა განცდა, რომ სპეცრაზმი მშვიდობიანად მიმავალ ადამიანებს გაატარებდა. სრულიად მოულოდნელად, რობოკოპები ხალხის მიმართულებით გაიქცნენ, ზოგი მიწაზე დააგდეს და ისე მიათრევდნენ, ზოგი ცემეს და დააკავეს. მივარდნენ ავტობუსის გაჩერებაზე მჯდომ ადამიანს და თრევით მიყავდათ.

იყენებდნენ, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეის და გაზს. ახალგაზრდამ, რომელსაც სახე ჰქონდა დამწვარი წიწაკის სპრეისგან, მედიასთან ამბობს: “დედა მოგვი@@ნეს, ირაკლი კობახიძის დედა მინდა მოვიკითხო….”

აქციის მონაწილეები ჰყვებიან, რომ განსაკუთრებულად ცემდნენ ქალებს. “5 კაცი რომ ერთ გოგოს ურტყამდა, კაცები ჰქვიათ?” – ამბობს აქციის მონაწილე.

ადგილზე მყოფი ადამიანების მიხედვით, დღეს ცდილობენ ერთად იარონ, თუმცა, რამდენიმე მოქალაქე, დღესაც გამოეყო ხალხს და მათ სპეცრაზმი ჩიხებშიც დაედევნა.

რუსთაველზე გამოჩნდა მანქანა, რომელიც, მედიის ცნობით, საპატრულო პოლიციის უფროსს, ვაჯა სირაძეს ეკუთვნის და ადგილზე მყოფი ჟურნალისტები ჰყვებიან, რომ მანქანის უკანა სავარძელზე იჯდა ხარება, რომელიც ხელით რაღაცეებს ანიშნებდა სპეცრაზმს.

მოქალაქეები შეიკრიბნენ რუსთაველის მეტროსთან, მათთან მივიდა პოლიცია და უთხრა, რომ მიუთითებს მათ, ჩავიდნენ მეტროში, თუმცა, ჟურნალისტის კითხვას, რატომ მიუთითებს ვერ უპასუხა. ახალგაზრდები ჰყვებიან, რომ არ სურთ დღესაც იგივე გადაიტანონ მეტროში, რაც წინა დღეებში, როცა მათ იქ სპეცრაზმი დახვდა.

დღეს სოციალურ ქსელში ქეთი აბულაძე წერდა, რომ დროშას ვისაც დაუნახავენ ცემენ და აგინებენ, მისი თქმით, დროშის დამალვა უწევთ სახლში წასვლისას. 

ახალგაზრდებმა რუსთაველზე წვნიანი მოამზადეს

სრულად წაკითხვა