დეზინფორმაციაა, თითქოს ზურაბიშვილს ევროპარლამენტში ჩაწერილი ტაშით დახვდნენ

2 days ago 4

მტკიცება, თითქოს საქართველოს პრეზიდენტს ევროპარლამენტში ჩაწერილი ტაშით დახვდნენ, დეზინფორმაციულია. 

კადრებში ჩანს, რომ ევროპარლამენტარები ზურაბიშვილს ტაშს უკრავენ. ინფორმაცია, რომ გამოსვლისას ტაშის ჩანაწერი ჩართეს, უარყვეს ევროპარლამენტშიც.

“მითების დეტექტორი” დასაზუსტებლად, ჩართული იყო თუ არა დარბაზში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლისას ტაშის ჩანაწერი, ევროპარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებს დაუკავშირდა. მათ პროსახელისუფლებო მედიის მტკიცება უარყვეს:

“გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ “ჩაწერილი ტაში” არ ყოფილა.  

ჩანაწერის აღნიშნულ მონაკვეთში დარბაზის ხმა რეალურ დროში იყო ჩართული – როდესაც ევროპარლამენტარები ნამდვილად უკრავდნენ ტაშს პრეზიდენტ ზურაბიშვილს (დარბაზში მისი შესვლისას, სიტყვით გამოსვლის დროს და მის ბოლოს)”.

სალომე ზურაბიშვილის სრული გამოსვლის, მათ შორის, ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან შეხვედრისა და შემდეგ დარბაზში შესვლის ჩანაწერი ევროპარლამენტის ვებ-საიტზეა გამოქვეყნებული. ორივე ვიდეოში ჩანს, რომ ევროპარლამენტარები სალომე ზურაბიშვილს ჯერ დარბაზში შესვლისას უკრავენ ტაშს, ხოლო შემდეგ გამოსვლის დაწყებამდე.

შეგახსენებთ, 18 დეკემბერს პროსახელისუფლებო POSTV-იმ გაავრცელა საინფორმაციო ბარათი, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ევროპარლამენტში ჩაწერილი ტაში დაახვედრეს.

ვრცლად ნახეთ “მითების დეტექტორზე”

სრულად წაკითხვა