დელეგატებმა 224 ხმით პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩიეს

1 week ago 6

14 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის შენობაში პარტია "ქართული ოცნებით" დომონირებულმა საარჩევნო კოლეგიამ და მასში შემავალმა დელეგატებმა პრეზიდენტად არაპირდაპირი გზით აირჩიეს "ქართული ოცნების" მიერ დასახელებული ერთადერთი კანდიდატი, ყოფილი ფეხბურთელი და მეცხრე-მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი.

„საქართველოს პრეზიდენტად არჩეული არის მიხეილ ყაველაშვილი“ - გამოაცხადა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, რომელმაც პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერა.

"ქართულ ოცნებას" საარჩევნო კოლეგიაში 300-დან 211 წევრი ჰყავდა, რაც პირველივე ტურში კანდიდატის დასამტკიცებლად იყო საკმარისი. კოლეგიაში ასევე შედიოდნენ სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლები. არჩევნებში ბარიერგადალახული პარტიები კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ.

ცესკომ, რომელიც პროცესს ატარებდა, 224 ნამდვილი და ერთი ბათილი ბიულეტენი დათვალა. ბათილი ბიულეტენი ადა მარშანიას ეკუთვნოდა - კოლეგიის წევრს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოდან.

სრულად წაკითხვა