WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

18

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესის ორივე პალატაში  – წარმომადგენელთა პალატასა და სენატში „რესპუბლიკური პარტიის“ დამარცხებას აღიარებს და ოპონენტებთან თანამშრომლობის მზაობას აცხადებს.

როგორც მან The New York Times-თან საუბრისას აღნიშნა, თეთრი სახლი „დემოკრატებთან“ ერთად მუშაობას გეგმავს და საერთო გადაწყვეტილებების მოძიების იმედი აქვს:

„ჩვენ „დემოკრატებთან“ ვითანამშრომლებთ და მათთან ერთად მუშაობას ველი. სავარაუდოდ, რაღაც გამოსავალს ვიპოვით“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, პრეზიდენტმა პარტიის წარუმატებლობის მთავარ ფაქტორზეც გაამახვილა ყურადღება და ირონიულად თუ პირდაპირ აღნიშნა, რომ ძირითადი პრობლემა საარჩევნო ბიულეტენებში მისი სახელისა და გვარის არარსებობა გახდა.