დემონსტრანტებმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან გზა გადაკეტეს

3 weeks ago 12

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოში შეკრებილმა დემონსტრანტებმა პროტესტის ნიშნად კოსტავას ქუჩაზე საავტომობილო გზა გადაკეტეს, მას შემდეგ რაც მათ საზმაუს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე უარი უთხრეს. დემონსტრანტებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის: დაეთმოს უწყვეტი ეთერი ხალხს, რომელიც მეოთხე დღეა ქუჩაში პროევროპულ აქციებს მართავს; ოპოზიციონერ ლიდერებსა და პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილი.

ამას გარდა, დემონსტრანტები საზმაუს გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილისა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის გადადგომასაც მოითხოვენ.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ნინია კაკაბაძემ თქვა, რომ გზას მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ გახსნიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

სრულად წაკითხვა