დემონსტრანტებს პოლიცია გამოედევნა, რომელთაც რესპუბლიკის მოედანი და კოსტავას ქუჩა გადაკეტილი დახვდათ

2 weeks ago 11

2 დეკემბრის ღამეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დემონტრანტების დაშლის განსხვავებულ ტაქტიკას მიმართა. ცრემლსადენი გაზის გამოყენებისა და გამოდევნების შემდეგ რუსთაველის გამზირიდან უკან დახეულ აქციის მონაწილეებს რესპუბლიკის მოედანი და რუსთაველის მეტროს ზევით, კოსტავს ქუჩა პოლიციის მიერ გადაკეტილი დახვდათ.

დემონსტრანტების ნაწილმა მეტრო „რუსთაველს“ შეაფარა თავი. მათ პოლიცია მეტროშიც დაედევნა. აქციის მონაწილეები დააკავეს რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ. დაკავებულთა ზუსტი სტატისტიკა უცნობია.

რობოკოპები განთავსდნენ რესპუბლიკის მოედანზე. ადგილზე მიიყვანეს წყლის ჭავლის მანქანაც. აქციის მონაწილეები რუსთაველის მეტროს მიმდებარედ პატარა ქუჩებზე გაიფანტნენ.

პოლიციელების ავტომობილებიდან ისმის მოწოდება: „ჩადით მეტროში".

აქციის დაშლის აქტიური ფაზა 2 დეკემბრის ორი საათიდან დაიწყო. შსს-მ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლის მანქანა, წიწაკის სპრეი. იქამდე სამი საათის განმავლობაში პოლიცია წყლის ჭავლით ასუფთავებდა პარლამენტის კიბეებსა და ჭიჭინაძის ქუჩას.

სრულად წაკითხვა