დენი 8 საათით გაითიშება! – შეამოწმეთ, მოხვდა თუ არა თქვენი ქუჩა ჩამონათვალში

2 days ago 2

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 8 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

ჩუღურეთის რაიონში

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახვლედიანის, სანთლის, ბერების, ხეთაგუროვის, ბურების და ჩხეიძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის და სამგორის რაიონებში

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის  გზატკეცილის (ნაწილობრივ), აეროდრომის დასახლების, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე  ტერიტორიის, ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს,  ხომლელის, ჯავახეთის, კალოუბნის, თრიალეთის, ბზითაგორის და შტენბერგის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მერვე ლეგიონის დასახლების, მეტრომშენის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, აეროდრომის დასახლების, რკინიგზის სახლების, ნაკაშიძე-ბოლქვაძის, მხარგრძელის, ხარაბაძის, ორბელების, ბეგიაშვილის, ანდღულაძის, ქობულაძის, ჩოჩუას, კვაჭანტირაძის, ზანდუკელის, კაკაბეთის, წალენჯიხის, ტატიშვილის, ბუკისციხის, მესხეთის, კოპცოვის, ლაღიძის, ონაშვილის, რამიშვილის, ზავრიევის, ჯიქიას, მანდელშტამის, უზნაძის, ონიაშვილის, იანქოშვილის, წულუკიძის, ანდრონიკაშვილის და ნანეიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

სრულად წაკითხვა