"დეპრესიაში არ ვარ, უბრალოდ ეს მინდა ვთქვა" - რა განაცხადა მბაპემ

1 week ago 8

Canal+-თან მიცემულ ინტერვიუში, მადრიდის "რეალის" სუპერვარსკვლავმა, კილიან მბაპემ, მის გარშემო არსებული რამდენიმე საკითხი, მათ შორის მენტალური მდგომარეობა განიხილა.

ფრანგმა შემტევმა განმარტა, რომ მიუხედავად ესპანურ გრანდში გადასვლის შემდეგ გარკვეული გამოწვევების არსებობისა, მას დეპრესია არ აწუხებს.

”ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ მენტალური პრობლემები მაქვს? დეპრესიაში არ ვარ, უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ახალ გარემოში მოხვედრისას, პირველ პერიოდში მქონდა გარკვეული პრობლემები, გადაღლილობა და ასე შემდეგ, თუმცა, ახლა უკვე ამ მხრივ თავს ცუდად არ ვგრძნობ", - თქვა მბაპემ.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც კილიანი ზაფხულში "თეთრებს" შეუერთდა, მან 21 ჩატარებულ მატჩში 11 გოლის გაიტანა მოახერხა.

სრულად წაკითხვა