ბოლო პერიოდში ბევრი იწერება და ბევრი ვიდეო კეთდება იმის შესახებ, რომ კილიან მბაპე რეალში თავს კარგად არ გრძნობს და მენტალური პრობლემები აქვს.
ეს ყოველივე მედიასთან საუბრისას ფრანგმა ფეხბურთელმა თავადვე უარყო:
ხალხი დეპრესიაზე საუბრობს, რომელიც არ მაქვს. ცხადია, არის პრობლემები, დაღლილობა, თუმცა დეპრესია არ მაქვს და ამაზე საუბარი უნდა შეწყვიტონ, რადგან არსებობენ ადამიანები, რომლებსაც დახმარება მართლაც სჭირდებათ.
- თქვა მბაპემ.