დე ბრუინი: "ჩვენს ფორმას მანჩესტერულ დერბისთან საერთო არაფერი აქვს"

6 days ago 10

"მანჩესტერ სიტის" ბელგიელმა ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა, მანჩესტერული დერბის წინ მედიასთან გუნდის ამჟამინდელ ფორმასა და შანსებზე ისაუბრა.

Daily Mirror-თან საუბრისას კევინმა თქვა: "ამ მატჩს საერთო არაფერი აქვს ჩვენს ფორმასთან, შესაძლოა გუნდი შესანიშნავად გამოიყურებოდეს და დერბი მაინც წააგოს, ან პირიქით. თუმცა, ამ თამაშის მოგებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ბიძგი მოგვცეს."

"მესმის, რომ ეს ძალიან დიდი მატჩია, როგორც ჩვენთის, ასევე ჩვენი გულშემატკივრებისთვის, თუმცა, ეს ნამდვილად არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას. ახლა 3 ქულა ძალიან გვჭირდება და ბუნებრივია, მის მოსაპოვებლად ყველაფერს გავაკეთებთ." განაცხადა ბელგიელმა.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ სიტი" ამჟამად კატასტროფულ ფორმაშია. პეპ გუარდიოლას გუნდმა ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 10 მატჩიდან 7 წააგო. რაც შეეხება "მანჩესტერ იუნაიტედს", ამ ეტაპზე, რუბენ ამორიმის ხელმძღვანელობით "წითელი ეშმაკები" საკმაოდ არაერთგვაროვან შედეგებს აფიქსირებენ.

სრულად წაკითხვა