დიდი ამბები პსჟ-ში - კვარას მისვლისთანავე გუნდიდან ძვირადღირებული ფეხბურთელი გაუშვეს

21 hours ago 3

როგორც მოგეხსენებათ, 23 წლის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს.

გავლენიანი სპორტული სააგენტოს Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პსჟ-მ ხვიჩას მოსვლის შემდეგ გუნდის ერთ-ერთი დამრტყმელი ძალის რანდალ კოლო მუანის გაყიდვა გადაწყვიტა.

კოლო მუანის შეძენით რამდენიმე პრემიერ ლიგის გუნდი ინტერესდება, ფრანგი მოთამაშის იჯარით დამატება “იუვენტუსსაც” სურს.

ცნობისთვის, კოლო მუანმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სრულად წაკითხვა