დმიტრო კულება – „უკრაინული სცენარის” თავიდან ასაცილებლად, საქართველოს ხელისუფლება ახლა მომიტინგეების მოთხოვნებს უნდა დათანხმდეს

3 weeks ago 4

საქართველოს ხელისუფლება საპროტესტო გამოსვლებში უცხოურ სუბიექტებს ადანაშაულებს, მაგრამ დამნაშავე თავად არიან. ისინი პრორუსული პოზიციიდან საქართველოს რუსეთად გადაქცევაზე გადავიდნენ და ხალხი წინააღმდეგობას უწევს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, დმიტრო კულება სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, “უკრაინული სცენარის” თავიდან ასაცილებლად, საქართველოს ხელისუფლება მომიტინგეების მოთხოვნებს უნდა დათანხმდეს.

„უკრაინული სცენარის” თავიდან ასაცილებლად, ისინი ახლა მომიტინგეების მოთხოვნებს უნდა დათანხმდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტი გაიმარჯვებს, მათ არ უნდა მოუწოდონ რუსეთს მხარდაჭერისთვის. სიჯიუტე ყოველთვის არ არის ძალა – თუ ძალა და მოსკოვი საქართველოზე უფრო მნიშვნელოვანი არაა“, – წერს კულება.

სრულად წაკითხვა