"დონარუმა ატირა! საფრანგეთის მეფე ჟორჟი" - როგორ ეხმაურებიან "ლიონის" ფანები მიქაუტაძის პერფორმანსს "პსჟ"-ს წინააღმდეგ

6 days ago 7

ლიგა 1-ის მე-15 ტურში "პსჟ"-მ "ლიონს" პარკ დე ფრანსზე უმასპინძლა.

მატჩი პარიზელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

გიორგი მიქაუტაძემ თამაში სასტარტოდან დაიწყო, მოედანზე 66 წუთი გაატარა და საფრანგეთის მთავარ გრანდს ლამაზი გოლიც გაუტანა.

ჟორჟის კარგ პერფორმანსს "ლიონის" ფანები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან:

"ჟორჟი ჩვენი ლიდერი გახდება, ძალიან მაგარია"

"საუკეთესო იყო, ბოლომდე უნდა ეთამაშებინა და საერთოდაც, მუდამ ძირითადში უნდა იყოს!"

"ჟორჟი საფრანგეთის მეფეა! მოვა დრო და საუკეთესო გახდება"

"მიქაუტაძემ დონარუმა ატირა"

"უმაღლესი კლასი აქვს ამ ბიჭს, რა მაგრად შეასრულა"

"ლაკას დრო გავიდა, დროა ჟორჟმა ითამაშოს"

სრულად წაკითხვა