5
ცხოველთა დამცველი, მიშა კაჭკაჭიშვილი:
,,დროა, საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს!
განსაკუთრებით მათ, ვისაც გულწრფელად უყვარს ცხოველები და ნამდვილად ადარდებს მიუსაფარი ცხოველების ბედი.
დღეს ყველამ უნდა იცოდეს, ვინ დგას რეალურად ცხოველების მხარეს და ვინ მოქმედებს საკუთარი, მერკანტილური ინტერესებით. ვინ იბრძვის მიუსაფრების გადასარჩენად და ვინ იყენებს ამ თემას საკუთარი მიზნებისთვის.
სამწუხაროდ, ჩემი ვიდეო, რომელიც ორი კვირის წინ ჩავწერე, მხოლოდ იმიტომ წავშალე, რომ გულწრფელად მეგონა, ადამიანები, რომელთა მისამართითაც ვსაუბრობდი, მართლაც შეწუხებულები იყვნენ მიუსაფარი ცხოველებისა და ლეკვების ბედით. მეგონა, რომ მათთვის მთავარი ცხოველების სიცოცხლე და მათი გადარჩენა იყო. სამწუხაროდ, დღეს უკვე ბევრი რამ გაირკვა.
დროა, ყველაფერს მოეფინოს ნათელი-დაწყებული გორის თავშესაფრიდან, დამთავრებული ცხოველთა სამარხებითა და იმ მძიმე რეალობით, რომელზეც საზოგადოებას სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს!
მინდა, ყველამ იცოდეს სიმართლე ! აღარ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები, დამალული ფაქტები და გაურკვეველი პასუხისმგებლობები.
ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ხშირად ყველაზე მეტად სწორედ ის ადამიანები აქტიურობენ, რომლებსაც თავად არ აკისრიათ უშუალო პასუხისმგებლობა ამ ცხოველების მოვლასა და გადარჩენაზე, მაგრამ დეზინფორმაციის, ცრუ ბრალდებებისა და სიბინძურის გავრცელებით პროცესებს აზიანებენ. საბოლოოდ კი ამ ყველაფრის საფასურს ისევ უდანაშაულო ცხოველები იხდიან!
ცხოველების ბედი არ უნდა იყოს პირადი ინტერესების, მანიპულაციისა და საკუთარი მიზნების მიღწევის საშუალება!
თუ ვინმე ნამდვილად ცხოველების მხარეს დგას, ეს უნდა დაამტკიცოს საქმით, პასუხისმგებლობითა და რეალური შედეგებით — და არა მხოლოდ ხმამაღალი განცხადებებითა და სხვების დისკრედიტაციით.
საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს სიმართლე, მოითხოვოს პასუხები და გაარკვიოს, ვინ რას აკეთებს, ვინ რაზეა პასუხისმგებელი და რა ინტერესები დგას ამ ყველაფრის უკან.
აღარ არის დრო დუმილისთვის! დროა, სიმართლე ითქვას, ფაქტები გასაჯაროვდეს და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი!
რადგან ამ ყველაფრის ცენტრში ადამიანების დაპირისპირება კი არა, ცოცხალი არსებები დგანან, რომლებსაც საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლიათ.
საღამოს, ქრონოლოგიურად, ვიდეომიმართვის საშუალებით მოგიყვებით ყველაფერს.
ყველა იმ ფაქტსა და გარემოებაზე, რაც საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს.“
საერთაშიროსო alia.ge