საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება ეუთო/ოდირის არჩევნების შემფასებელი მისიის დასკვნის ინტერპრეტაციას „ქართული ოცნების“ მიერ.
„როცა მმართველი პარტია აცხადებს, რომ „ღირსების ორდენით“ დააჯილდოებს რეპრესიული აპარატის მაღალჩინოსნებს, რომლებიც ახლა დაასანქცირეს, როგორი უნდა იყოს რეაგირება? სწორედ ახლა, „ქართული ოცნება“ და პროპაგანდისტული არხი „იმედი ტვ“ აცხადებენ, რომ ეუთო აღიარებს საქართველოს არჩევნების ლეგიტიმურობას. უცხოურ განცხადებებზე ტყუილი წესად იქცა… ძველი საბჭოთა ჩვევაა. დროა, ჩვენმა პარტნიორებმა მოითხოვონ ახალი არჩევნები“, — წერს ზურაბიშვილი X-ზე.
ეუთო/ოდირის მიერ არჩევნებზე საბოლოო დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ სხვადასხვაგვარი შეფასება გააკეთეს. თუკი ოპოზიცია ანგარიშს კრიტიკულად მიიჩნევს, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ანგარიში არჩევნების შედეგებს აღიარებს.
თავად ორგანიზაცია აცხადებს, რომ მანდატის ფარგლებში არ შეაფასებს არჩევნების ლეგიტიმურობას და დასკვნების გაკეთებისკენ ხალხს მოუწდებს.
რა წერია ეუთო/ოდირის მიერ საპარლამენტო არჩევნების შეფასებაში