დუმაში მოითხოვენ, რომ 15 წლიანი პატიმრობით დაისაჯოს რუსეთის მოწინააღმდეგის მხარდაჭერა

2 weeks ago 7

შეიარაღებული აჯანყებისთვის სასჯელის გამკაცრების შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენის დროს, სახელმწიფო სათათბიროს სახელმწიფო მშენებლობისა და კანონმდებლობის კომიტეტმა დაამტკიცა ინიციატივა, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების წინააღმდეგ საქმიანობისა და მოწინააღმდეგის დახმარებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღებას ითვალისწინებს.

შესწორება ადგენს პასუხისმგებლობას რუსეთის ტერიტორიაზე მყოფი იმ უცხოელი მოქალაქეებისათვის ან მოქალაქეების არმქონე პირებისათვის, რომლებიც დახმარებას უწევენ მოწინააღმდეგეს.

საუბარია ფინანსურ, მატერიალურ-ტექნიკურ, საკონსულტაციო ან სხვაგვარ დახმარებაზე რუსეთის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ გამიზნულ საქმიანობაში, რაც 10-დან 15-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კანონმდებლობაში სიტყვა "მოწინააღმდეგეში" კი იგულისხმება "უცხო სახელმწიფო, საერთაშორისო ან უცხოური ორგანიზაცია, რომელიც უშალოდ უპირისპირდება რუსეთს შეიარაღებულ კონფლიქტში, სამხედრო მოქმედების ან ნებისმიერ სხვა მოქმედებაში, სადაც გამოიყენება სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება".

სრულად წაკითხვა