ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი მსახიობ დუტა სხირტლაძის მიერ გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს, რომელშიც დუტა სხირტლაძე ახალგაზრდებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე აქციაზე დგანან, მხარდაჭერას უცხადებს ეხმაურება.
“დუტა ყოველთვის იყო ადამიანი. სადაც არ უნდა ემუშავა, რა მიუღებელ გარემოშიც არ უნდა ყოფილიყო, დუტად რჩებოდა ყოველთვის.
დადიოდა აქციებზე.
არ მალავდა ბრაზს.
და როცა არჩევანის წინაშე დადგა, ისევ ადამიანად ყოფნა არჩია.
ამიტომაც იქნება სულ დუტა“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
დუტას მეუღლე, ადასტურებს რომ ტელეწამყვანმა ტელეკომპანია “იმედი” დატოვა.