დღეიდან, პირველი დეკემბრიდან ევროკომისია ახალი შემადგენლობით იწყებს მუშაობას

2 weeks ago 13

ევროკომისია დღეიდან, პირველი დეკემბრიდან ახალი შემადგენლობით იწყებს მუშაობას. ევროკომისიის პრეზიდენტი ისევ ურსულა ფონ დერ ლაიენია. ახალი მანდატი ხუთწლიანია და 2029 წლამდე გაგრძელდება.

ევროკომისია კომისართა ახალი კოლეგიით არის დაკომპლექტებული. ევროკომისიის პრეზიდენტს ექვსი ვიცე-პრეზიდენტი და უმაღლესი წარმომადგენელი ჰყავს.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი იტალიელი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი რაფაელე ფიტოა ECR-ის (ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები“) ჯგუფიდან

უსაფრთხოების პოლიტიკისა და საგარეო საქმეთა საკითხებში უმაღლესი კომისარი ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასია. მან ამ პოსტზე ჟოზეპ ბორელი შეცვალა. კაია კალასი ევროკავშირში უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე მხარდამჭერად და რუსეთთან ურთიერთობაში მკაცრი პოლიტიკის მომხრედ ითვლება. გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თანამდებობას სლოვენიელი მარტა კოსი იკავებს. თავდაცვისა და კოსმოსის სფეროს საკითხებს ლიეტუველი პოლიტიკოსი ანდრიუს კუბილიუსი უხელმძღვანელებს, ჯანდაცვას კი – ოლივერ ვარჰეი. კლიმატისა და კონკურენციის საკითხებში ევროკომისარი ესპანელი ტერესა რიბერაა.

ევროკომისიის ახალი შემადგენლობა ევროპარლამენტმა 4 დღის წინ, 27 ნოემბერს დაამტკიცა 370 ხმით 282-ის წინააღმდეგ.

ნანა ძნელაძე

სრულად წაკითხვა