,, დღეს გალახულია მთელი საქართველო, მიუხედავად იმისა, ვინ სად დგას” – მეუფე გრიგოლი

2 weeks ago 6

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა განაცხადა:

,,დღეს, როცა ჩვენ ვხედავთ მოქალაქეების სასტიკად ნაგვემ მდგომარეობას, უნდა ვაღიაროთ, რომ ფაქტობრივად, დღეს გალახულია მთელი საქართველო, მიუხედავად იმისა, ვინ სად დგას.

თავისუფალ მოქალაქეებზე ამ მასშტაბის ძალადობა და მისი ახალ-ახალი გამოვლინება, გვაბრუნებს ბნელ წარსულში, რაც იმის ნიშანია, რომ თუ ამას წერტილი არ დაესვა, წინ მძიმე დრო ელის, როგორც ქვეყანას, ისე მთელ საზოგადოებას.

ჩვენ წინაშეა არათუ ქრისტიანული სულის, არამედ უბრალოდ ადამიანურობის შენარჩუნების არსებითი პრობლემა და ეს პრობლემა ზიანს აყენებს ყველას და ყველაფერს. ადამიანებისადმი გამოვლენილი მართული სისასტიკე გზას უმზადებს უმართავ სახალხო მღელვარებას, რაც უმძიმეს გამოწვევას წარმოშობს სახელმწიფოს წინაშეა, ხალხის წინაშე და დედაეკლესიის წინაშე.

დიდი ხანი არაა გასული, მცირე ხნის წინ მოვისმინეთ ჩვენ ასეთი ინიციატივის შესახებ, რომ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდეს და მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება რომ წარმოვიდგინოთ, განა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქრისტიანული სახელმწიფო უნდა იცავდეს ადამიანის ღვთითბოძებულ უფლებას თავისუფალი ნების გამოხატვის შესახებ, რომ უნდა გამორიცხავდეს ძალადობას თავისუფალი მოქალაქის მიმართ და ამ თავისუფალი ნების ჩახშობის მდელობის მიმართ და ამის უზრუნველყოფა არის ის მთავარი პრინციპები, რაც წარმოდგენილია ქართული ქრისტიანული აზროვნების საღვთისმეტყველო სამართლებრივ ტექსტებში. საღი აზრი გვიხმობს, რომ არ ავცდეთ იმ პრინციპებს, რაც ჩვენი საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობასა და განვითარებას ედება საფუძვლად”

სრულად წაკითხვა