ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენი პლატფორმა X-ზე წერს, რომ დღეს ქართველი დიპლომატებისთვის სავიზო შეზღუდვებს წარადგენენ.
“ქართველი ხალხი აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას შეაჩეროს სვლა ევროკავშირისკენ. მშვიდობიან პროტესტებს პოლიციის მხრიდან ძალადობა მოჰყვა.
დღეს ჩვენ წარვადგენთ სავიზო შეზღუდვებს ქართველი დიპლომატებისთვის.
ჩვენი გზავნილი ხელმძღვანელობისთვის ნათელია: შეწყვიტეთ საკუთარი ხალხისთვის ზიანის მიყენება”, – წერს ფონ დერ ლაიენი.