"ედინაია როსიას" რეიტინგი წლის განმავლობაში 35%-მდე დაეცა

3 hours ago 4

საზოგადოებრივის აზრის შემსწავლელი სრულიად რუსეთის ცენტრის გამოკვლევით, რუსეთში მკვეთრად 35%-მდე დაეცა მმართველი პარტია "ედინაია როსიას" რეიტინგი.

რესპონდენტებს სთხოვეს ეპასუხათ, თუ რომელ პარტიას მისცემდნენ ისინი ხმას, თუ სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები მომავალ კვირას ჩატარდებოდა. გამოკითხულთა 35.2% აირჩია "ედიანაია როსია", მეორე ადგილზე გავიდა რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტია – 10.7%. რუსეთის კომუნისტურ პარტიას წილად ხვდა 9.7%, "ახაი ადამიანებს" - 6.5%, "სამართლიან რუსეთს"-4.2%.

გარდა ამისა, რუსეთში 11%-მდე გაიზარდა იმ მოქალაქეთა რიცხვი, არასაპარლამენტო პარტიებს მისცემდა ხმას, ხოლო ვინც არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა 12.5%-მდე.

სოციოლოგები ამბობენ, რომ ომისა და რეპრესიების პირობებში რესპონდენტები კითხვებზე სოციალურად მისაღებ პასუხებს იძლევიან. ხოლო ავტორიტარულ რეჟიმებში ე.წ." მოწონების ფალსიფიკაცია" შეიძლება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს.

სახელმწიფო სათათბიროს მომდევნო არჩევნები რუსეთში 2026 წლის სექტემბერში იგეგმება.

სრულად წაკითხვა