ევროკომისიის სპიკერი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერი ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
„შემაშფოთებელია ცნობები შერჩევით დაკავებებზე, ძალადობასა და მომიტინგეებზე შეუსაბამო მოპყრობას.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაჩეროს ზედმეტი ძალის გამოყენება და უზრუნველყოს შეკრების თავისუფლება. ძალადობის ყველა ფაქტი უნდა იყოს უმალ გამოძიებული“, – წერს იგი.