ევროკომისია ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების წინადადებით გამოვა – იოზვიაკი

2 days ago 3

“რადიო თავისუფლების” ევროპული ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროპული კომისია საქართველოს დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების წინადადებით გამოვა.

“ევროკავშირის ფინალური სამიტის პრესკონფერენციაზე კოსტას, ორბანისა და ფონ დერ ლაიენის მონაწილეობით, საქართველოზე არ უსაუბრიათ. ხვალ ევროპული კომისია წინადადებით გამოვა საქართველოს დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ“ – დაწერა იოზვიაკმა X-ზე ევროპული საბჭოს გუშინდელი სამიტის დასრულების შემდეგ.

ევროპული საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საჭიროებაზე 16 დეკემბერს შეთანხმდა.

სრულად წაკითხვა