დღეს ცნობილი გახდა ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ელიტრაუნდის წილისყრის შედეგები.
ლაშა ფირცხალაიშვილის გაწვრთნილ ქართველ ახალგაზრდებს მეტოქეებად პოლონეთი, სლოვაკეთი და მონტენეგრო ერგოთ, რომლებსაც 19,22 და 25 მარტს დაუპირისპირდებიან.
სულ 7 ჯგუფია, რომლებიც ერთ წრედ, რომელიმე გუნდის ქვეყანაში ითამაშებენ. ჯგუფის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.