ევროპარლამენტარები რუსთაველის გამზირზე აქციას შეუერთდებიან

1 week ago 5

2

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული EU-ს დელეგაციის წევრები თბილისში მიმდინარე პროტესტს შეუერთდებიან – ევროპარლამენტარები რუსთაველის გამზირზე საღამოს 21:00 საათზე გამოჩნდებიან და ქართველი ხალხის გვერდით დადგებიან.

ევროპელი პოლიტიკოსები სოლიდარობას გამოუცხადებენ და მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავენ ევროპული მომავლის მცველების მიმართ, რომლებიც ბოლო 14 დღეა სპეციალური დანიშნულების რაზმებისა და ე.წ. ტიტუშკების მიერ სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლები არაერთხელ გახდნენ.

ცნობისთვის, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მათ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციურ სპექტრთან და მესამე სექტორთან შეხვედრა უკვე გამართეს. ამ წუთებში კი ისინი მედიის წარმომადგენლებს ხვდებიან.

დელეგაციაში შედიან:

  • რასა იუკნევიჩიანე, ლიეტუვა, ევროპის სახალხო პარტია (EPP),
  • მიჰალ შჩერბა, პოლონეთი, ევროპის სახალხო პარტია (EPP),
  • ნატალი ლუაზო, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe)
  • ბერნარდ გეტა, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe)
  • ტობიას კრემერი, გერმანია, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი
  • რაინიე ვან ლანშოტი, ნიდერლანდები, მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი
სრულად წაკითხვა