ევროპარლამენტის პრეზიდენტი მიმართავს მათ, ვისაც საქართველოს ევროინტეგრაცია სურთ

4 days ago 3

ევროპარლამენტი გმობს ოპოზიციის მიმართ რეპრესიებს და მშვიდობიანი მომიტინგეების დაპატიმრებას, — განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ პლენარულ სესიაზე, სადაც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მოუსმინეს.

„როდესაც თქვენ ბოლოს ეწვიეთ ევროპარლამენტს, ჩვენ განვიხილეთ ქვეყნის პროგრესი ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისკენ. დღეს ეს მოგზაურობა საფრთხის ქვეშაა. ევროპარლამენტი გმობს ოპოზიციის ნებისმიერ რეპრესიას და მშვიდობიანი მომიტინგეების დაპატიმრებას. ეს ქმედებები უკუქცევაა წარმატებული ნაბიჯებიდან, რომლებიც ჩვენ ერთად გადავდგით ბოლო წლებში“, — მიმარტა რობერტა მეცოლამ სალომე ზურაბიშვილს.

ამ სიტუაციის საპასუხოდ, მეცოლას თქმით, ევროპარლამენტმა მოუწოდა გადამწყვეტი მოქმედებისკენ ევროკავშირს და ახლაც იმეორებს ამ მოწოდებას.

„ვიცი, რომ საქართველოში ბევრია, ვინც თავისი ქვეყნის მომავალზე შიშობს. მე ვლაპარაკობ მთელი პარლამენტის სახელით, როდესაც ვეუბნები ყველა იმ ქართველს, ვინც ევროპაში ეძებს მხარდაჭერას, რომ ისინი მარტო არ არიან. ჩვენ გხედავთ, გვესმის თქვენი, ჩვენ თქვენთან ვართ. ასე რომ, ევროპარლამენტი მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით და ჩვენი კარი ყოველთვის ღია დარჩება“, — განაცხადა მეცოლამ.

სრულად წაკითხვა